ქართული | English | 日本語
სამება

'იაპონიის გაზაფხული' – იაპონური კულტურის თვე


იაპონური კინოს ფესტივალი



თარიღი: 23 მარტი (პარასკევი) 18:30

ადგილი: რუსთაველის კინოთეატრი

(რუსთაველის გამზირი 5)


* დასწრება თავისუფალია.

** ღონისძიება 25 მარტამდე გაგრძელდება.



● რა მოაქვს თოვლს (2006; 112 წუთი)

【ტოკიოს მე–18 საერთაშორისო კინოფესტივალზე (2005), ფილმმა გრან პრი "ტოკიო საკურა" და კიდევ 3 ჯილდო აიღო】


რეჟისორი: კიჩიტარო ნეგიში

ენა: იაპონური

სუბტიტრები: რუსული, ქართული


შინაარსი:

მანაბუ იაძაკი (იუსუკე ისეია) ცუდი ბიზნესმენი აღმოჩნდა. მან ყველაფერი დაკარგა და დედაქალაქიდან თავის მშობლიურ ქალაქ ობიჰიროში ბრუნდება. მისი უფროსი ძმა ტაკეო (კოიჩი სატო) პატარა თავლის მფლობელია, რომელშიც ცხენებს "ბან-ეი კეიბა"–სთვის (კუნძულ ჰოკაიდოზე პოპულარული დოღი დაბრკოლებებით, რომელშიც ცხენებს მძიმე ციგაში აბავენ) ამზადებენ. ტაკეომ არ აპატია მანაბუს ის, რომ მშობლიური ქალაქიდან წავიდა და მიატოვა ხანშიშესული ავადმყოფი დედა.

მანაბუ საკუთარი წარუმატებლობის ანარეკლს ხედავს ცხენში სახელად უნრიუ, რომლის თავიდან მოშორებას ცდილობენ დოღში წარუმატებელი შედეგების გამო. უნრიუს საზრუნავად გადასცემს ქალ–მხედარს, რომელიც წარუმატებელ რბოლების შემდეგ ენერგიის აღდგენას ცდილობს. თავლაში მუშაობა, ყოველდღიური ზრუნვა და სიხარული, ახალი ხალხის გაცნობა, ეს ყველაფერი ეხმარება მანაბუს თავისი სისუსტეების შეცნობასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში.



● ვანკო~ამბავი ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ჩემს ძაღლზე (2011; 123 წუთი.)


რეჟისორი: ისამუ ნაკაე

ენა: იაპონური

სუბტიტრები: ინგლისური, ქართული


შინაარსი:

ამბავი მოყოლილია პატარა ბიჭის და მისი ძაღლის დანახული თვალებით. ფილმის სიუჟეტი აგებულია ნამდვილ მოვლენებზე. ეს არის ძაღლის, სახელად როკი, ბიჭუნასა და მისი ოჯახის განცასვიფრებელი მეგობრობის ამბავი.

დამანგრეველი ვულკანის ამოხეთქვის შემდეგ 2000 წლის აგვისტოში, ნოიამას ოჯახი იძულებულია მიატოვოს მშობლიური სახლი კუნძულ მიაკეჯიმაზე. ერთმანეთს და მათ უსაყვარლეს ძაღლს დაშორებულნი, ისინი, როგორც ევაკუირებულები, ებრძვიან ყოველდღიურ შიშსა თუ უიმედობას და ცდილობენ შეეგუონ ცხოვრებას ტოკიოში. მაგრამ არასდროს არ კარგავენ იმედს იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათი ოჯახი დაბრუნდება მიაკეჯიმაზე და გაერთიანებული იცხოვრებენ როკთან ერთად.

ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სულიერი თუ ოჯახური კავშირები, მშობლიური მხარისა და სიცოცხლის სიყვარული.



● ცეროდენა მარუკო (1990; 94 წუთი. ანიმაციური ფილმი)


რეჟისორი: ცუტომუ შიბაიამა

ენა: იაპონური

სუბტიტრები: ინგლისური, ქართული


შინაარსი:

"ცეროდენა მარუკო" იაპონიაში ყველაზე მაღალ – რეიტინგული ანიმაციური ფილმია. მომოკო საკურა 9 წლის გოგონაა, რომელსაც თავისი პატარა ასაკისა და ციცქნა ტანის გამო ზედმეტ სახელად "ჩიბი მარუკო"–ს (ცეროდენა მარუკო) ეძახიან. მას სკოლაში ორი მეგობარი ბიჭი ჰყავს, ონო და სუგიამა. ბიჭები განუყრელად ერთად არიან, მაგრამ ამავდროულად სულ ეჯიბრებიან ერთმანეთს სკოლის სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სიმღერაში. და აი, ახლოვდება სპორტული შეჯიბრებების დღე, როდესაც ყველამ უნდა გამოამჭღავნოს თუ რა შეუძლია. მარუკოსაც უნდა თავის გამოჩენა, მაგრამ ამისთვის მას დასჭირდება სიზარმაცის დაძლევა და ყოველთვის დაგვიანების გადაჩვევა.

"ცეროდენა მარუკო" კარგი სანახავი ანიმაციური ფილმია მთელი ოჯახისათვის. ის სავსეა იუმორით. ფილმის ყურებისას აუცილებლად მოგაგონდებათ თქვენი ბავშობა.



* * * * * * * *


【ფილმების ჩვენების განრიგი】

23 მარტი (პარასკევი) 18:30 რა მოაქვს თოვლს
24 მარტი (შაბათი)

14:00 ცეროდენა მარუკო

16:00 ვანკო~ამბავი ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ჩემს ძაღლზე

18:00 რა მოაქვს თოვლს

25 მარტი (კვირა)

14:00 რა მოაქვს თოვლს

16:00 ცეროდენა მარუკო

18:00 ვანკო~ამბავი ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ჩემს ძაღლზე